• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

საფრანგეთში სამართალდამცველებმა პოლიტიკოსებზე თავდასხმა აღკვეთეს

საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფებმა პარიზის შემოგარენში და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ათი მემარჯვენე ექსტრემისტი დააკავეს, რომელებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსებზე და მეჩეთებზე თავდასხმას გეგმავდნენ.


დაკავებულები 17-დან 25 წლამდე პირები არიან, მათ შორის 9 მამაკაცი და 1 ქალია.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ, ორგანიზაცია "ფრანგული ქმედების" აქტივისტ ლოგამონთან იყვნენ დაკავშირებული, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს.

თავდასხმის სავარაუდო სამიზნეს მეჩეთში შეკრებილი მიგრანტებიც წარმოადგენდნენ. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის მზადება საწყის ეტაპზევე აღიკვეთა.