• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

მიხეილ სააკაშვილი: სანამ არის პოროშენკო - არ არის პროგრესი, არ არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ უმაღლესი რადის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

"სანამ არის პოროშენკო - არ არის პროგრესი, არ არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. სანამ არის პოროშენკო - იქნება სიღარიბე"- განაცხადა სააკაშვილმა.

რადასთან 6 ათასამდე ადამიანია თავმოყრილი. ისინი დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტიკორუფციული სასამართლოს დაარსებას ითხოვენ.
სააკაშვილის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.