• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

სომალის დედაქალაქში დაღუპულთა რიცხვმა 276-ს მიაღწია

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 276-ს, დაშავებულთა კი 300-ს მიაღწია.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ის სატვირთო ავტომობილით ჯერ სხვა ავტომობილებს და მოტოციკლეტებს შეეჯახა, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შევარდა. იქ მან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც რამდენიმე ახლომდებარე შენობა დაინგრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმა 14 ოქტომბერს ერთ-ერთი სასტუმროს მახლობლად მოხდა, სადაც ხშირად მთავრობის წევრები და ჟურნალისტები ჩერდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავე ზუსტად ამ სასტუმროზე თავდასხმას აპირებდა.