• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

ესპანეთი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს

ესპანეთი ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. მოგეხსენებათ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, თუმცა ამის მიუხედავად, მადრიდის ცენტრში საზეიმო სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს, რომელსაც ესპანეთის სამეფო ოჯახიც ესწრება.

ხალხს ქვეყნის ერთიანობის ნიშნად ხელში სახელმწიფო დროშები უჭირავს. მანამდე ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენა.

პრემიერ-მინისტრმა ავტონომიური რეგიონის მმართველს დამოუკიდებლობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა.