• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

გერმანიამ შენგენის ქვეყნებთან სასაზღვრო კონტროლი 6 თვით გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ შენგენის ქვეყნებთან სასაზღვრო კონტროლი ექვსი თვით, 2018 წლის მაისამდე გაახანგრძლივა. 

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზიერმა განაცხადა, საუბარია გერმანია-ავსტრიის საზღვარზე, ასევე საბერძნეთიდან ავიარეისებით ჩასული მგზავრების საპასპორტო კონტროლზე.

მისივე  განმარტებით, გერმანიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული ტერორისტული საფრთხის გამო და არალეგალური მიგრაციის გამო მიიღო. სასაზღვრო კონტროლის გაგრძელების შესახებ უკვე ინფორმირებულია ავსტრია და საბერძნეთი, ასევე ევროკავშირი.

გერმანია შენგენის ზონის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2015 წლის სექტემბერში ავტსრიასთან საზღვარზე კონტროლი დააწესა არალეგალი მიგრანტების ტალღის გამო. მოგვიანებით, სასაზღვრო კონტროლი დააწესეს ავსტრიამ, დანიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ და საფრანგეთმა.