• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

ბენიამინ ნეთანიაჰუ- ჰოლოკოსტი არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული, რისი უარყოფაც ასევე დანაშაულია

ისრაელის პრემიერ-მინისრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამავდროულად, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ არჩევნებში მესამე ადგილზე გასული პოლიტიკური პარტია მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს გერმანიის ისტორიას და ჰოლოკოსტს.

„მე, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვერ შევაფასებ სხვა ქვეყნის არჩევნების შედეგებს, თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა ისრაელელი და ებრაელი ხალხის სახელით. ანტიემიგრაციული პარტიის წევრებს მეტი სიფრთხილე მართებთ, როცა გერმანიის ისტორიაზე საუბრობენ ან ჰოლოკოსტს ახსენებენ. ჰოლოკოსტი არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული, რისი უარყოფაც ასევე დანაშაულია“- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

რამდენიმე თვის წინ პარტიის ორმა ლიდერმა ალექსანდერ გაულანდმა და ალის ვეიდელმა მესამე რეიხის დროს დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს. გაულანდმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების 95%-ს იმ ბოროტებასთან და ომის დანაშაულთან საქმე არ ჰქონია, რასაც რეიხის ლიდერის ბრძანებით საკონცენტრაციო ბანაკებში სჩადიოდნენ. გარდა ამისა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთის“ ერთ-ერთმა წევრმა ვოლფგანგ გედეონმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ გერმანიაში ჰოლოკოსტის მემორეალის არსებობა არამიზანშეწონილია. გედეონის ამ განცხადებას გერმანიაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.