• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი მონობის მსხვერპლი გახდა

2016 წელს მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი მონობის, 152 მილიონი ბავშვი კი იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდა.


კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ Walk Free Foundation-თან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა. კვლევის შედეგები გაეროს 72-ე გენერალურ ასამბლეაზე გასაჯაროვდა.

კვლევის თანახმად, დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი მონობის, ხოლო 25 მილიონამდე იძულებითი შრომის მსხვერპლია. ამასთან, კიდევ 15 მილიონი ადამიანი იძულებით ქორწინებაში იმყოფება. კვლევამ ცხადყო, რომ მათ შორის 71% (29 მილიონი) ქალები და ახალგაზრდა გოგოები არიან. რაც შეეხება სექსინდუსტრიას, ამ სფეროში ჩამბულთა 99%-იც მდედრობითი სქესისაა.

კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ მსოფლიოში 5-იდან 17 წლამდე 152 მილიონი ბავშვი იძულებულია იშრომოს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სფეროში. მათგან ყველაზე მეტი მოზარდი აფრიკის კონტინეტზეა იძულებით შრომაში ჩამბული.