• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

აშშ ახალი ქარიშხლის - „მარიას“ ტყვეობაში

BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალი „მარია", რომელიც ასშ-ს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. ის კარიბის ზღვის კუნძულ დომინიკას უტევს. ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აღწევს. „მარია“ ისეთივე მიმართულებით მოძრაობს, როგორც ქარიშხალი „ირმა“.

დომინიკის პრემიერმინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის სახლს ქარმა სახურავი ახადა და ის ქარიშხლის ტყვეობაში აღმოჩნდა. კუნძულზე ყველა პორტი და აეროპორტი დაიხურა.

ქარიშხალი „მარია” პუერტო-რიკოსკენ მიემართება. პუერტო-რიკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვარაუდობენ, სტიქია კუნძულს 20 სექტემბერს დაატყდება თავს.

„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე“ მძვინვარებს.

მანამდე რეგიონს ქარიშხალმა „ირმამ“ უდიდესი ზიანი მიაყენა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე" დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.