• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს- „სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია“.

ადამიანები მუდმივად საკუთარი თავის გადარჩენისკენ მიისწრაფიან, ამ მიზნით მათ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ.

ამ შემთხვევაში ურიგო არ იქნება, მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი ფიზიკოსისა და კოსმოლოგის სტივენ ჰოკინგის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია“.

არსებობს ისტორიები იმის შესახებ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს, მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გადარჩეს.წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

დუგლას მოუსონის ანტარქტიკული ჯოჯოხეთი

მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრალიელმა მეცნიერმა დუგლას მოუსონმა ანტარქტიდის ექსპედიციას გაუკეთა ორგანიზება. 1912 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მოუსონი და მისი ორი კოლეგა საჭირო ინფორმაციის შეგროვების მერე ბაზაზე ბრუნდებოდნენ, უბედურება მოხდა, ნინისი ნაპრალში ჩავარდა და დაიღუპა. როდესაც ის ვარდებოდა თან ერთი მარხილიც გაიყოლა ძაღლებთან ერთად, სადაც საკვების დიდი ნაწილს ინახავდნენ. ბაზამდე 310 მილი იყო დარჩენილი, მოუსონს და მერიცს უკაცრიელი ყინულოვანი უდაბნო უნდა გაევლოთ, სადაც დასვენებისთვის თავს ვერაფერს შეაფარებდნენ. როდესაც დარჩენილი საკვები გაუთავდათ, მოგზაურები იძულებულნი გახდნენ ძაღლები ეჭამათ – ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მარხილი საკუთარი ძალებით უნდა გაეწიათ. ბოლოს და ბოლოს მერიცი გარდაიცვალა სიცივისა და დაუძლურებისგან. მოუსონი კი მარტო დარჩა უსასრულო ანტარქტიკული საშინელების პირისპირ. მას კონიუქტივიტი აწუხებდა, ყინვისგან კანი ძვრებოდა, თმა ბღუჯა-ბღუჯა სცვიოდა, ფეხები დაუჩირქდა და სისხლი სდიოდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერი კვლავ შეუპოვრად მიიწევდა წინ.
სამწუხაროდ მოგზაურმა ყინულის ბზარი ვერ შეამჩნია, ფეხი დაადგა და მოულოდნელად ნაპრალში ჩავარდა. საბედნიეროდ ციგა როგორღაც ნაპრალის კიდეზე გაიჭედა, რამაც მოუსონს საშუალება მისცა ნელ-ნელა, თოკის მეშვეობით უფსკრულიდან ზემოთ ამოსულიყო.ამის შემდეგ გზა განაგრძო და ბოლოს, როგორც იქნა მიაღწია ბაზამდე, სადაც გაიგო, რომ გემი „ავრორა“, რომლითაც ის სახლში აპირებდა გამგზავრებას, უკვე ხუთი საათის წასული იყო. მეცნიერი შემდეგ გემს კიდევ 10 თვე ელოდა.

მარათონელის ისტორია, რომელიც საჰარაში დაიკარგა

საჰარის ქვიშის მარათონი ერთ-ერთ ყველაზე რთულია მსოფლიოში. ამ 6 დღიან შეჯიბრზე მხოლოდ ყველაზე გამოცდილები და ამტანები ბედავენ მონაწილეობის მიღებას.პოლიციელმა და სპორცმენმა მაურო პროსპერიმ ასევე გადაწყვიტა საკუთარი თავის გამოცდა. ოთხი დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაურო მეშვიდე იყო. შემდეგ ქვიშის ქარბუქი ამოვარდა. წესის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მონაწილეები უნდა გაჩერებულიყვნენ და დახმარებას დალოდებოდნენ, მაგრამ იტალიელმა გადაწყვიტა რომქარიშხალი ხელს ვერ შეუშლიდა – თავზე შარფი შემოიხვია და გზა განაგრძო. ექვსი საათის მერე ქარი ჩადგა, პროსპერი კი მიხვდა რომ მთელი იმ დროის მანძილზე სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ის ისე შორს იმყოფებოდა სხვებისგან, რომ მის მიერ გაშვებული სასიგნალო რაკეტები არავის შეუმჩნევია. მაურო სრულიად მარტო დარჩა დედამიწაზე ყველაზე დიდსა და არაკეთილმოსურნე უდაბნოში.პროსპერის აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ სიარული გაეგრძელებინა. ბოლოს ის გადააწყდა მიტოვებულ მეჩეთს, სადაც მშიერმა მარათონელმა ღამურები დაიჭირა, თავები დააწყვიტა საწყალ ცხოველებს და მათი სისხლი დალია.სასოწარკვეთილებისგან პროსპერიმ თავის მოკვლა სცადა – მაჯებზე ვენები გადაიჭრა, თუმცა, გაუწყლოებისგან მისი სისხლი იმდენად შედედებული იყო, რომ გარეთ არ გამოვიდა – შედეგად მიიღო მხოლოდ ორი ნაკაწრი და თავის ტკივილი. ამ დროს მარათონელმა დაიფიცა, რომ სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოლებდა.შემდეგი 5 დღის მანძილზე მაურო საჰარაში დახეტიალობდა, იკვებებოდა ხვლიკებითა და მორიელებით, წყურვილს კი ცვარით იკლავდა. 9 დღის შემდეგ ბედმა გაუღიმა საწყალ იტალიელს – ის მომთაბარეთა ჯგუფს შეხვდა, რომელთაც აუხსნეს რომ ის ალჟირში იმყოფებოდა, 200 კმ. დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც წესით უნდა ყოფილიყო.გაგიკვირდებათ ამის მოსმენა, მაგრამ ორი წლის შემდეგ პროსპერი კვლავ ჩაეწერა ახალ მარათონში, საიდანაც სრულიად უვნებელი დაბრუნდა.

ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი

ჯულიან მარგარეტ კეპკეს ისტორია, რომელიც მას 17 წლის ასაკში შეემთხვა, გაოცებას იწვევს. თვითმფრინავს, რომელშიც 92 მგზავრი იმყოფებოდა, მეხი დაეცა, დაკარგა კონტროლი და 3000 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ჯულიანა ერთადერთი იყო, ვინც გადარჩა. მთელი 9 დღის მანძილზე გოგონა გაუვალ ჯუნგლებში დადიოდა იმ იმედით რომ რომელიმე დასახლებულ პუნქტს მიაღწევდა. კეპკე მამამისის წყალობით გადარჩა, რომელიც ქალიშვილს ბავშვობიდან ასწავლიდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ექსტრემალურ სიტუაციებში.
ვარდნის დროს გოგონა სავარძელზე იჯდა და უსაფრთხოების ღვედი ეკეთა. მას მოტეხილი ჰქონდა ლავიწის ძვალი, დაუზიანდა მარჯვენა ხელი და ცალი თვალით დაბრმავდა. ჯულიანა შეეცადა მგზავრთა ცხედრებს შორის დედა მოეძებნა, მაგრამ ვერ მოახერხა. მან ბარგი შეამოწმა, სადაც ცოტაოდენი ტკბილეული იპოვა. ჯულიანამ ჯუნგლებში ხეტიალისას პატარა წყარო აღმოაჩინა და დინებას გაუყვა. მხოლოდ 9 დღის შემდეგ მიაღწია მდინარეს, რომლის ნაპირზეც ნავი იდგა. გოგონამ ბენზინით მარჯვენა ხელზე ჭრილობა დაიმუშავა, სადაც უკვე ათეულობით მატლი იყო დაბუდებული. ნავის პატრონები, რომლებიც ადგილობრივი მეტყევეები აღმოჩნდნენ, მეორე დღეს გამოჩნდნენ. ჯულიანას დახმარება გაუწიეს – აჭამეს, ჭრილობები დაუმუშავეს და ახლომდებარე სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.