• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს ტურიზმზე 10 გადაცემას ამზადებს

ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გადაცემას ამზადებს.

თითო გადაცემა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაეთმობა და ერთსაათიანი იქნება.
ესტონელი ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან.

ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს: ველოტურში, რაფტინგსა და პარაპლანით ხტომაში, რუსთავის ავტოდრომზე კი დაესწრნენ რბოლას. გადამღები ჯგუფის წევრებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. ესტონელმა ჟურნალისტებმა გიორგი ჩოგოვაძესთან ინტერვიუ ჩაწერეს. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები აჭარას მოინახულებენ და შავი ზღვის კურორტების პოტენციალს გაეცნობიან. საქართველოს შესახებ გადაცემებს ესტონელი მაყურებელი სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით იხილავს.