• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

მზის დაბნელებისას კრუიზზე ბონი ტაილერი Total Eclipse of the Heart-ს შეასრულებს

21 აგვისტოს, უელსელი მომღერალი ბონი ტაილერი მზის სრული დაბნელებისას კრუიზზე Total Eclipse of the Heart შეასრულებს. ბონი ტაილერი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს მაშინ შეასრულებს, როდესაც მთვარე მზის წინ ჩაივლის.

გემმა ფლორიდის სადგური კვირას დატოვა. ის კარიბის ზღვის გავლით სინტ-მარტენისკენ გაცურავს.მზის სრული დაბნელება ზღვის ძალიან ვიწრო არეალში იქნება ხილული, ამიტომ გემი ზუსტად გაჰყვება დაბნელების ტრაექტორიას.

Total Eclipse of the Hear 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა, რომელიც თვეების განმავლობაში მსოფლიო ჩარტების სათავეში იყო.