• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

ბიგ ბენის საათი შესაძლოა აღარ გაჩერდეს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ლონდონის ბიგ ბენი 4 წლით სარემონტოდ უნდა დახურულიყო. თუმცა ამასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრმა ჯონ გლენმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ბიგ ბენის საათის ზარმა კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩამოკრას ტურისტებისთვის, რადგან საათის სრულად დადუმება ტურისტების ნაკადზე უარყოფითად აისახება.
მოგეხსენებათ ბიგ ბენი ვესტმინსტერის სასახლის სახელგანთქმული საათია.
ჯონ გლენის აზრს ბევრი ბრიტანელი დეპუტატი იზიარებს. საქმე ის არის, რომ კოშკის რეაბილიტაციის გეგმა პარლამენტის სამმა კომისიამ ჯერ კიდევ 2015 წელს მოიწონა, მაგრამ Daily Telegraph-ი წერს, რომ დეპუტატებმა არ იცოდნენ, თუ გეგმა საათის მუშაობის ოთხი წლით შეწყვეტას გულისხმობდა.

წარმომადგენლობით პალატაში აცხადებენ, რომ არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, პალატის კომისია ხელახლა განიხილავს საათის მუშაობის შეწყვეტის ვადებს.