• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ყაზახეთში ბიჭმა გოგოს ცოლობა Google Maps-ის საშუალებით სთხოვა

ყაზახეთში ბიჭმა თავის შეყვარებულს Google Maps-ზე შეტყობინება დაუტოვა. მან ქალაქში დაახლოებით 15 კილომეტრი ირბინა, რათა რუკაზე გამოჩენილიყო წარწერა - „ცოლად გამომყევი“.

ბიჭმა განაცხადა, რომ ყველაზე რთული იყო ასტანაში გეპოვა ქუჩები, სადაც ასოები „დაეტეოდა“. "სასამარლოს შენობამ ასო "Х"-ს შეუშალა ხელი, ხოლო სპორტის სასახლემ ასო "Д"-ს, ამიტომ სიტყვა გაუმართავი გამოვიდა", - ამბობს გზავნილის ავტორი. გამოცემის ცნობით, გოგო ქორწინებას დათანხმდა.