• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს

დონალდ ტრამპი ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. ტრამპის თქმით, ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს. 

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აშშ-სთან მიმართებაში „დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა“.

„ის საშინელებებს ამბობდა. მას ეს არ გაუვა. ახლა თამაში სულ სხვანაირად მიმდინარეობს. ვნახოთ რას უზამს გუამის კუნძულს. თუ რამეს მოიმოქმედებს, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

„ჩვენ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ, კერძოდ ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებით და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტებისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა მან.