მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ფლო­რი­და­ში ყვე­ლა­ზე დი­დი პი­თო­ნი მოკ­ლეს
და­ვი­თაშ­ვი­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა
"მე­რა­ბიშ­ვილს ხელ­ბორ­კი­ლი არ და­ა­დეს"
ვის ეკუთ­ვ­ნის მე­რა­ბიშ­ვი­ლის სახ­ლ­ში ნა­პოვ­ნი 54 ათა­სი ევ­რო?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი14°-29°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი16°-23°
ევროსაბჭოს დელეგაცია პარტიებს მოუწოდებს არჩევნების შედეგები წინასწარ ეჭვქვეშ არ დააყენონ

08:35 13.09.2012
[თეონა მანაგაძე]

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირებლო მისიის შეფასებით, 1–ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ის იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს აქტიურად შეამოწმებს. შესაბამისად,  დელეგაცია  საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს არჩევნების შედეგები წინასწარ ეჭვქვეშ არ დააყენონ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ხუთ კაციანმა დელეგაციამ პოლიტიკურ სუბიექტებთან და სახალხო დამცველთან გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს, დღის ბოლოს, ბრიფინგი ჩაატარა და  დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლუკა ვოლონტემ განცხადება გააკეთა.

ლუკა ვოლონტემ მისიის სახელით განაცხადა, რომ სადელაგაციო შეშფოთებულია იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო, რომელიც  დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიმჩნევა და რომელიც, საარჩევნო კამპანიას საკმაოდ არასასურველ ჩრდილს აყენებს.

„ევროპის საპარლამენტო ანსამბლეა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს გულდასმით აკვირდება. ეს პროცესი ჩვენთვის უაღრესად საინტერესოა.  ყველა პარტიას მოვუწოდებთ საარჩევნო პერიოდში,  ასეთი ნეგატიური კამპანიის წარმოებისაგან თავი შეიკავონ და ამომრჩევლებს  თავიანთი პლატფორმა და ის გააცნონ – თუ მათ რას სთავაზობენ. ფაქტიურად, წინასაარჩევნო გარემოში აუცილებელია ღია და  თავისუფალი პლატფორმის გარემოს შექმნა, როდესაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს საშუალება მიეცემა ამომრჩეველს აცნობონ თავისი პრიორიტეტების შესახებ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ და ყველა საარჩევნო სუბიექტმა აუცილებლად უნდა გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისათვის, რომ უზრუნვებელყოფილი იქნას გარემო კონსტრუქციული და ინკლუზიური კამპანიისათვის. ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც   დაძაბულობას გაზრდის და ძირს გამოუთხრის საარჩევნო პროცესში ყველა პარტიის მონაწილეობას“, – განაცხადა ვოლონტემ.

ვოლონტეს განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნა და დელეგაცია ხელისუფლებას მოუწოდებს  ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების ყველა შესაძლებლობა აღმოფხვრას.

„გარდა ამისა, დელეგაცია ანგარიშზე მომუშავე მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას ადასტურებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამა თუ იმ სუბიექტისთვის დადებულ ჯარიმებს ეხება. დელეგაცია ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნებაში“ გაერთიანებულ ოპოზიციური პარტიებზე დაკისრებული ჯარიმების მოხსნას გულისხმობს. ამავდროულად, დელეგაცია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობას მთლიანად დაემორჩილონ. ამასთან, დელეგაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანებში კანონების უსამართლოდ გამოყენების აღქმა,  იმის გასამართლებელი მიზეზი არ უნდა გახდეს, რომ, ვინმე კანონს დაემორჩილოს“, – აღნიშნა ვოლონტემ.

მისიის ხელმძღვანელმა განცხადების გაკეთებისას განსაკუთრებული ყურადღება არჩევნებში მასმედიის როლზე გაამახვილა და განაცხადა, რომ დელეგაცია იმ ფაქტს მიესალმება, რომ მედიაგარემოში უფრო მეტი პლურალიზმია, რასაც შედეგად MUST CARRY მოჰყვა.

„ვიცით, რომ MUST CARRYის მოთხოვნა არჩევნების დღეზე და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეზე არ ვრცელდება. დელეგაცია ხელისუფლებას სთხოვს, რომ ე.წ. მასთ ქერი და მისი მოქმედების პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილოს და  მედია საშუალებებისთვის ეს სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს, ხოლო მედიასაშუალებებს  შესაძლებლობა მიეცეთ, რომ  ამ პრინციპებს  ნებაყოფლობით დაემორჩილონ მანამ, სანამ საარჩევნო პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება. იმავდროულად ჩვენ გვესმის, რომ საკაბელო ტელევიზია მაინც და მაინც ფართოდ არ არის გავრცელებული საქართველოს რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მოძიონ ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ იმ რეგიონებში, რომელსაც საკაბელო ტელევიზიაზე ხელი არ მიუწვდება მედიაზე წვდომა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ვოლონტემ.

ამას გარდა, ვოლონტემ ხაზგასმით პარტიათაშორისი კომისიის მუშაობის შესახებაც ისაუბრა, რომლის ფუნქციაში ამომრჩეველთა სიების გადამოწმება შედიოდა.

მისი თქმით, კომისიის მუშაობის შედეგად, მომავალი საარჩევნო პროცესისა და ამ არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა უნდა გაიზარდოს.

„ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ოპოზიციურ და მმართველ პარტიას შორის თანამშრომლობა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას კიდევ უფრო უწყობს ხელს“, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ვოლონტემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და მისი ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ  შესაძლოა რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა, დელეგაციის განცხადებები, საკუთარი პოლიტიკური არგუმენტების გასამყარებლად გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოს 10 სექტემბერს ეწვია.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დოქტორი2012-09-14 09:47:27
წინასწარ იძახის ოცნება რო გაყალბებულიაო და რა აზრი აქვს ვერ გამიგია.მაგათ უფრო 1 კიარა 2-3 ოქტომბერს ელოდებიან რო რარაც მოაწყონ.აი მერე ნახავთ ბიძოს სარზე წამოცმულს!!

ეგ არის და ვსო2012-09-18 02:53:17
დოქტორ რისი დოქტორი ხარ? წადი რაა პაციენტებს მიხედე!

ჩვენ-ჩვენ საქმეს მივხედავთ პოლიტიკოსები არ გვინდა აქ უცხო ხალხი და აჯაფსანდალი





მაგრამ ის ხიდი უნდა დაინგრეს -- მშვიდობის ე.წ ლოკოკინა ხიდი

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
4. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
5. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
6. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
7. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
8. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
9. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
10. ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატი და ოპონენტი დააპატიმრა
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962