მართალია ეს ამბავი წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მთიანი ყარაბაღის ე.წ, საპრეზიდენტო არჩევნებს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღირებდა, მაგრამ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომეხმა სეპარატისტებმა თავიანთი ჭია გაახარეს და იგი მაინც ჩაატარეს.
19 ივლისს ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვებულად „მოქმედი პრეზიდენტი“ ბაკო სააკიანი გამოცხადდა. თუმცა, ეუთომ უკვე წინასწარვე გამოაცხადა, რომ არჩევნები უკანონოა და მის შედეგებს ეს ორგანიზაცია არ სცნობდა. იქაური ცესკოს მონაცემებით, ყველა ბიულეტენი უკვე დათვლილია და სააკიანმა ხმების 66,7 % მოიპოვა.
ბაკო სააკიანის ძირითად კონკურენტს ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიტალი ბალასანიანი წარმოადგენდა, რომელმაც მხოლოდ ხმათა 32,5 %–ის მოგროვება მოახერხა. ბოლო ადგილზე კი სომხეთის აგრარული უნივერსიტეტის სტეფანაკერტის ფილიალის პრორექტორი, არკადი სოგომონიანი გავიდა.
არჩევნების თობაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა ეუთოს მინსკის ჯგუფსაც, რომელიც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მშიდობიანად დარეგულირებას ცდილობს. მათ აღნიშნეს, რომ შუამავლები, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი (სამივე თანათავმჯდომარეა) ისევე, როგრც სხვა სახელმწიფოები, მთიან ყარაბახს დამოუკიდებელ, სუვერენულ რესპუბლიკად არ აღიარებენ.
არჩევნების წინ მისი საკონსტიტუციო და სამართლებრივი ველის არალეგიტიმურობის შესახებ, რომლის მიხედვითაც არჩევნები ტარდებოდა, განცხადება გააკეთა ევროპის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა.
არჩევნები დაგმეს ასევე ნატომ და თურქეთმა.
ბუნებრივია არჩევნების შედეგებს არ აღირებს რ4ოგორც მთელი მსაოფლიო, ასევე აზერბაიჯანიც.