როგორც იქნა, 24 ივნისს, ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ხმათა უმრავლესობით, მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტად ზომიერი ისლამისტური მოძრაობა „ძმები–მუსულმანების“ წარმომადგენელი, მოჰამედ მურსი გამოცხადდა.
ეგვიპტის საარჩევონო კომისიის მონაცემებით, 60 წლის მურსიმ ხმათა 51,7 % მიაგროვა, ხოლო, ხოლო მისმა მიწინააღმდეგემ, დამხობილი ხოსნი მუბარაქის ხელისუფლების ყოფილმა პრემიერმა, ახმედ შაფიკმა – 48,3 %.
არჩევნების შედეგები კაიროში, ტახრირის მოედანზე მყოფ ათასობით დემონსტრანტს პირდაპირი ეთერით გააცვნეს. ცხადია, მურსის მომხრე „ძმებმა–მუსულმანებმა“ გამარჯვების აღსანიშნავად მაშინვე ზეიმი და პეტარდების სროლა დაიწყეს.
მაშ, ვინ არის ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი, მოჰამედ მურსი?
იგი პროფესიით ინჟინერია და განათლება ამერიკის შერთებულ შტატებში აქვს მიღებული. მურსი 2000–2005 წლების ეგვიპტის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი გახლდათ. მუბარაქის დამხობის შემდეგ 2011 წლის იანვარში არჩეულ იქნა მოძრაობა „ძმები–მუსულმანების” მიერ დაარსებული თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერად. წლების მანძილზე იგი „ძმები–მუსულმანების“ ლიდერებში ირიცხებოდა, თუმცა ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ მას სათანადო ქარიზმა აკლდა. ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნებში მურსი „ძმები–მუსულმანების“ სარეზერვო კანდიდატი გახლდათ და კამპანიაში მას შემდეგ მონაწილეობდა, რაც „ძმები–მუსულმანების“ წარმომადგენელი, ხაირატ შაფერი საარჩევნო რბოლიდან მოიხსნა. არჩევნებზე მისი არდაშვების ფორმალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ შაფერი ხოსნი მუბარაქის პრეზიდენტობის დროს ნასამართლევი იყო.
საარჩევნო კომპანიის დროს, მურსიმ პირობას დადო, რომ ის გახდებოდა ყველა მუსულმანის პრეზიდენტი და ეგვიპტის საზოგადოებაში ერთიანობის დამყარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობდა ხელს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე მურსიმაც და შაფიკმა საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს. თუმცა, საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტი მხოლოდ, 24 ივნისს დაასახელა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა ამჟამად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და იგი გახლეჩილია, რადგანაც, სამხედრო საბჭომ არჩეული პარლამენტი დაითხოვა და საკანონმდებლო უფლებამოსილება მიითვისა. ამის გამო ტახრირის მოედანი კვლავ დემონსტრანტებმა დაიკავეს.
ახლა საარჩევნო კომისიამ არჩვნებში გამარჯვებული კი გამოაცხადა, მაგრამ საკითხავია, სამხედრო საბჭო გადასცემს თუ არა მას საბოლოოდ ძალაუფლებას.