მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის სარ­ჩე­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­ში
შსს-მ მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა
ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­გან­გე­ბო გან­ც­ხა­დე­ბა
ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-28°
  ქუთაისი21°-37°
  ბათუმი21°-32°
ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, „ძმები–მუსულმანების“კანდიდატი ლიდერობს

08:16 28.05.2012
[ფრიდონ დოჩია]

23–24 მაისს ჩატარებული ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, არანაირ მოულოდნელობას ადგილი არ ჰქონია. არჩევნებში პრეზიდენტობის მოსურნედ 12 დარეგისტრირებულ პოლიტიკოსს შორის მოძრაობა „ძმები–მუსულმანების“ კანდიდატი, მუჰამედ მურსი, ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა, მაგრამ მის მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. მეორე ადგილზეა დამხობილი პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის, ყოფილი თანამებრძოლი, ექს–პრემიერ–მინისტრი, ახმად შაფიკი.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ფავორიტად და მურსის მთავარ მეტოქედ გამოცხადებული არაბულ სახელმწიფოთა ლიგის ყოფილი მეთაური, ამრ მუსა, კანდიდატებში, ჯერჯერობით, მეხუთე ადგილზეა, რომელსაც სოციალისტი, ჰადმინ საბახი და „დამოუკიდებელი კანდიდატი“, აბდულ მოჰეინ აბულ ფოტუხი უსწრებენ.

თუმცა სხვაობა მათ შორის, ჯერჯერობით, მინიმალურია და ვინ გავა მეორე ადგილზე, ამის თქმა, ძნელია. ერთი რამ კი ნამდილად, სადაო  არაა, რომ ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გამოვლინდება, რომელიც 16 და 17 ივნისს გაიმართება.

ჯერჯერობით, ექსპერტები აღნიშნავენ, პერიფერიებში ხმების დათვლის შემდეგ, სადაც მუსულმანთა პოზიციები ძლიერია, შაფიკისა (მეორე ადგილი) და საბახის (მესამე ადგილი) პოზიციები შეიძლება შესუსტდეს და მეორე ადგილზე საბოლოოდ „ხუთეულიდან“ რომელიმე სხვა გავიდეს.

ზუსტად ცნობილია, რომ პირველ ტურში „ძმები–მუსულმანების კანდიდატს ლიდერობას ვერავინ შეეცილება და იგი უკვე მეორე ტურშია.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, როგორც მათ მოძრაობა „ ძმები–მესულმანების“ ერთ–ერთმა  წარმომადგენელმა განუცხადა, მეორე ტურში ერთმანეთს მუჰამედ მურსი და ახმად შაფიკი დაუპირისპირდებიან.

სამაგიეროდ, ასოციაცია „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიები“, რომელიც „ძმები–მუსულმანების მიერაა შექმნილი, პოლიტიკური ფრთის თავმჯდომარის მოადგილე, ისამ ალ–არიანი დარწმუნებულია, რომ მუჰამედ მურსი ეგვიპტის მომავალი პრეზიდენტი გახდება: „ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეგვიპტის მომავალი პრეზიდენტი სწორედ მურსი იქნება, – განაცხადა მან კაიროში გამართულ პრეს–კონფერენციაზე და დასძინა, რომ მურსის ლიდერობა უკვე თვალშისაცემია.

წინასწარი მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტიურობამ 50 % შეადგინა, რაც ეგვიპტისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება პირველი ტურის გამოკვეთილ ლიდერს, მუჰამედ მურსის, ის პროფესიით ინჟინერია და განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. იგი მუბარაქის რეჟიმის დროს დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში რამდენჯერმე ეგვიპტის პარლამენტის წევრადაც იყო არჩეული.

მოძრაობა „ძმებმა–მუსულმანებმა“, რომელსაც იგი წარმოადგენს ეგვიპტის განვითარების ათწლიანი გეგმა უკვე წარადგინა, რაც ეკონომიკის მოდერნიზაციასა და ქვეყნის მოქალაქეთა შორის შემოსავლების სამართლიან გადანაწილებას ითვალისწინებს. ამასთან, რაც არ უნდა გასაკვირად გეჩვენოთ,  მოძრაობა „ძმები–მუსულმანები“ ქვეყანაში შარიათის კანონის შემოღებაზე უარს ამბობს და მხოლოდ ისლამის კანონმდებლობის ზოგიერთი ელმენტის გამოყენებას გეგმავს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-05-28 10:03:47
მურსი მოდის მუბარაქის მომხრეთა შესამუსრად

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
2. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
3. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
4. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
5. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
6. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
7. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
8. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
9. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
10. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
ბლოგები
"2012" - ის აურა და 2012 – ის მო­ლო­დი­ნი
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962