რა გახდა ხორცის რეკორდული გაძვირების მიზეზი? [video] 14.06.2011 ხორცსა და ხორცპროდუქტებზე მომატებული ფასი ქართული სოციუმისთვის ახალ პრობლემად იქცა. ბოლო ერთი კვირაში ხორცის ფასმა 5–7 ლარით გაძვირდა და კილოგრამზე რეკორდულ 20 ლარს მიაღწია. ადგილობრივი პროდუქციის გაძვირებასთან ერთად შემცირდა იმპორტირებული ხორცის რაოდენობაც. ლიცენზირებულ სასაკლაოებზე დღეს არსებული სტატისტიკით ქართული ხორცის რაოდენობა მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
ჭადრაკის 1 პარტია ფრონტის ხაზთან ახლოს [video] 13.06.2011 ლიბიის მეთაური მუამარ კადაფი ტრიპოლიში ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, კირსან ილუმჟინოვს შეხვდა და მასთან ერთად ჭადრაკის ერთი პარტია ითამაშა. შეხვედრის ვიდეო–მასალაში, რომელიც ადგილობრივმა სახელმწიფო ტელევიზიამ, ალ-ჯამახირიამ გაავრცელა, კადაფი აცხადებს, რომ იგი არასოდეს აპირებს ქვეყნის დატოვებას, რადგან ეს მისი სამშობლოა, ეს არის ქვეყანა, სადაც მისი შვილები და შვილიშვილები დაიღუპნენ.
მასობრივი „ზასაობა“ და ტუჩების კვნეტა თბილისში [video] 13.06.2011 კონკურსში ტრადიციული ორიენტაციის წყვილებიც მონაწილეობდნენ. ისინი ერთმანეთს ღამის 12 საათზე „გარდაეჭდნენ“ და ჟიურის გამარჯვებული წყვილის გამოსავლენად არ დასდგომია იმდენი ჯაფა, რამდენიც „გარდაჭდობილთა“ ერთმანეთისთვის დასაშორებლად, თუმცა, დაშორებულები ისევ ვნებიანად უმზერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთისკენ მიიწევდნენ კიდეც.
მაიკლ ჯექსონის წითელი ქურთუკი 200 ათასი დოლარი ღირს [video] 09.06.2011 მაიკლ ჯექსონის ცნობილი წითელი ტყავის ქურთუკი, რომელიც პოპ-მომღერალს მუსიკალურ ვიდეოში – Thriller ეცვა, “ჟულიენის აუქციონზე” გასაყიდად გამოაქვთ. აუქციონის მფლობელი დერენ ჟულიენი ორასი ათასიდან ოთხასი ათას დოლარამდე შემოსავალს ელის.
სასწაულით განკურნებულნი [video] 07.06.2011 ბოლო რამდენიმე თვეა, რაც 25 წლის ნათია ყოველდღიურად ტაძარში დადის. ამბობს, რომ ლოცვა შვებას ჰგვრის და უფალს წყალობისათვის მადლობას უხდის. მისი ისტორია ასე დაიწყო: გოგონამ მარტის ბოლოს მოულოდნელად მხედველობა დაკარგა, მედიცინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა, ექიმები უმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი მწყობრში ჰქონდა და მხედველობა რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდა, თუმცა მედიკოსთა პროგნოზი არ გამართლდა, დღეები გადიოდა და ნათიას მხედველობა არ აღუდგა. გოგონამ ტაძარში დაიწყო სიარული, და სასწაულიც მოხდა.