• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ევროპის ჩემპიონი გახდა.


დათუნაშვილმა ფინალში რაძიკ კულიევი ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. წინა წელს დათუნაშვილმა 75 კგ-ში გაიმარჯვა, წელს კი 80 კგ-ში.

დათუნაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა: ბულაგრელ დანიელ ალექსანდროვს 3:2 და მეოთხედფინალში ჩეხ პეტრ ნოვაკს 1:17 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი ადლან აკიევს 2-1 სძლია.