• თბილისი
  • 14°C
  • 19 ნოემბერი, 2017
article

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადამწყვეტ ფინალურ ბრძოლაში რუსი მეტოქე ახმედ ჩაკაევი დაძაბულ ორთაბრძოლაში 10:9 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. გუშინ პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი 5 მაისს დასრულდება. ხვალ მედლები 70 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 
ვლადიმერ ხინჩეგაშვილს სპორტული კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს შემდეგი ტიტულები: 
• 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი;• ევროპის ორგზის (2014, 2016) ჩემპიონი;
• მსოფლიოს (2015) ჩემპიონი;• 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი;• მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.