• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

საქართველოს თასი შეცდომით გადასცეს - „რაგბი ევროპის“ ჩემპიონი რუმინეთის ნაკრები გახდა

რაგბი ევროპის ტურნირი რუმინეთმა მოიგო. როგორც ირკვევა, ტურნირის არბიტრები შეცდნენ, როდესაც ჯილდო ბორჯღალოსნებს გადასცეს, - ამის შესახებ Rugby Europe-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.
ორგანიზატორებმა საქართველოს თასი შეცდომით გადასცეს. არ გაითვალისწინეს რა წესდებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვით თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრას ენიჭება, ხოლო შემდეგ ბურთების სხვაობას და თანაბარ ქულებზე პირდაპირ ბურთების შეფარდება დათვალეს.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად რუმინეთთან 8:7 დამარცხდა და თამაშის შემდეგ გაუგებრობით თასი ბორჯღალოსნებს გადასცეს.