• თბილისი
  • 32°C
  • 19 აგვისტო, 2017
article

ბასილაშვილმა Indian Wells-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა Indian Wells-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა მოიგო და ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს. მან ალექსანდ ბუბლიკი 2 სეტში 6:3, 7:6 დაამარცხა. 19 წლის ყაზახი ჩოგბურთელი ბუბლიკი ATP-ის რეიტინგში 138-ე პოზიციას იკავებს.

ბასილაშვილი Indian Wells-ის მასტერსის პირველ წრეში ბარბადოსის წარმომადგენელ დარიან კინგს დაუპირისპირდება. ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში 131-ე ადგილზეა. 

შეხვედრა 10 მარტს გაიმართება.