• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ოქროს მედალი დიუსელდორფის გრან-პრიზე - ბექა ღვინიაშვილმა რუსი ძიუდოიტი დაამარცხა

დიუსელდორფის გრან-პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ფინალში რუსი ძიუდოიტი ჰუსენ ჰალმურზაევი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გერმანიაში სამ წონით კატეგორიაში 5 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, თუმცა, მედლის მოპოვება მხოლოდ ღვინიაშვილმა შეძლო.

დიუსელდორფის გრან-პრიზე, საერთო ჯამში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ხუთ წონით კატეგორიაში 4 მედალი მოიპოვეს: ამირან პაპინაშვილი (-60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ.