მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­გან­გე­ბო გან­ც­ხა­დე­ბა
ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?
„პატ­რი­ო­ტე­ბი“ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ასა­ჩივ­რე­ბენ
დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ITV-ის მე­დი­აკ­ლუბ­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი14°-28°
  ქუთაისი21°-37°
  ბათუმი21°-32°
მიხეილ ბერუაშვილი: "დისციპლინის დარღვევა არავის ეპატიება"

21:05 04.08.2012
[ბესო ბახტაძე]

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესტონეთში იმყოფებოდა და 29-31 ივლისს ტალინის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ჭაბუკთა ნაკრებმა პირველ მატჩში ბელარუსი დამატებით დროში - 99:89 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრა ესტონეთთან 61:87 წააგო და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოში გამომგზავრებამდე გუნდის ექვსმა წევრმა სპორტული რეჟიმი დაარღვია, რისთვისაც მათ მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი გატარდა. მთავარი მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის გადაწყვეტილებით მოთამაშეებს: ნიკა რამიშვილს, ირაკლი მიქელაძეს, ოთარ ბულიავას, ლერი კვანტალიანს, გიორგი ცირეკიძეს და კახა ტომარაძეს პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცათ და მომავალში დისციპლინის დარღვევის პირველსავე შემთხვევისას მოკვეთილი იქნებიან ნაკრებიდან. დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მოთამაშე ვერ იასპარეზებს ვერც ერთ ასაკობრივ ნაკრებში.

ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დარბაზში 18–წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელზეც მიხეილ ბერუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„ნაკრებმა ესტონეთში ნაყოფიერი შეკრება გაიარა. ჩავატარეთ 2 საკონტროლო მატჩი, რომელთაგანაც 1 მოვიგეთ, მასპინძლებთან კი დავმარცხდით. ამ მატჩებში კალათბურთელები კარგად შეთამაშდნენ, თუმცა დასახვეწი და სამუშაოც ბევრი გვაქვს. ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში გუნდმა კიდევ უფრო მოუმატოს“.

“სპორტული რეჟიმის დამრღვევმა მოთამაშეებმა მხოლოდ იმიტომ არ დატოვეს ნაკრები, რომ გუნდს 6 დღეში ევროპის ჩმპიონატი ეწყება. ამ ექვს კალათბურელს პირობითი დისკვალიფიკაცია ეძლევა და მომავალში დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მკაცრად იქნებიან დასჯილნი. საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა და მისი ყველა წევრი, ჩემით დაწყებული, სამაგალითოდ უნდა იქცეოდეს“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 9–დან 19 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებს. ტურნირს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინძელ ბოსნიასთან, პორტუგალიასთან, ჰოლანდიასთან და ბელგიასთან მოხვდა. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა. A დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტალინის საერთაშორისო ტურნირი თითო მოგებ-წაგებით დაასრულა. პირველ მატჩში ქართველებმა ბელარუსი თანატოლები 99:89 დაამარცხეს, მეორე მატჩში კი მასპინძელი ესტონეთის ნაკრებთან 87:61 დამარცხდნენ და ტურნირიც ამ მარცხით დაასრულეს.

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 9–დან 19 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებს. ტურნირს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინძელ ბოსნიასთან, პორტუგალიასთან, ჰოლანდიასთან და ბელგიასთან მოხვდა. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა. A დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-08-05 15:06:50
სამწუხაროდ, როცა ასე იწყებენ(ამ ასაკში), შემდეგში შედეგიც არასახარბიელოა. იმედია(ვუსურვებთ!), ჭკუას ისწავლია, მიხვდებიან რას ნიშნავს ქვეყნის ნაკრები და მომავალში წარმატებული იქნებიან.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
4. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
5. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
6. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
7. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
8. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
9. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
10. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962