• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

„კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ განცხადება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ

„კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“, შეშფოთებას გამოთქვამს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

„კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ და მასში შემავალი მედია-საშუალებების წარმომადგენლები,  მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიძიოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა ის პირი, რომელიც თუნდაც კატეგორიულად, ვიმეორებთ, კატეგორიულად მიუღებელი ხუმრობის გამო, თავს დაესხა თავისუფალი მედიის წარმომადგენელს.  

ვიმედოვნებთ რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზატორები და შემსრულებლები, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან და ხელისუფლება, ამჯერად მაინც არ იხელმძღვანელებს ორმაგი სტანდარტით.

გვსურს შევახსენოთ ყველას რომ მსგავსი პრეცედენტი ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ახალისებს ძალადობასა და ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.