• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის. აგრეთვე, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. გაიუმჯობესეთ პირადი ურთიერთობები. 

კურო
ნებისმიერი საქმე თქვენგან მაქსიმალურ დაკვირვებასა და ყურადღებას ითხოვს. ნუ ეცდებით კედლის განგრევას, შემოვლითი გზაც არსებობს. ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და ჩახლართული სიტუაციიდან არ გაგიჭირდებათ გამოსვლა. 

ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ დაწყებულ საქმეებს, სწავლას. კარგი დღეა ინფორმაციების მოსაძიებლად. მოიმატებს მომხიბვლელობა და გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. 

კირჩხიბი
კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. დაპატიჟეთ კინოში ან თეატრში საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
ახალი იდეები პარტნიორებთან ერთად განიხილეთ, მაგრამ ხელშეკრულებების გაფორმებას ნუ იჩქარებთ. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. 

ქალწული
საქმეებით დატვირთული დღე გელით. ნუ გადატვირთავთ თვალებს. მოერიდეთ უფროსთან კამათს. იყავით მეტად თავდაჯერებული და მიზანმიმართული. 

სასწორი
დღეს ზედმეტად ემოციური ხართ და ეცადეთ, გარშემო მყოფებთან არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა. სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება. 

მორიელი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. იყავით მეტად კომუნიკაბელური. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან. 

მშვილდოსანი
სწავლის, ახლის შეცნობის დღეა. მოიმატებს თქვენი პოპულარულობა გარშემო მყოფებში. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევები სპეციალისტებს ჰკითხეთ. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას. 

თხის რქა 
საქმიან პარტნიორებთან მეტი დიპლომატიურობა უნდა გამოავლინოთ. საოჯახო საქმეებისა და საყიდლების გამო ხარჯი მოიმატებს. 

მერწყული
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. შეამცირეთ ხარჯი, არაფრისმომცემი ურთიერთობები. ახლობლებს მეტად სჭირდებათ თქვენი მზრუნველობა. 

თევზები
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. ნუ ელით, რომ ვინმე დაგეხმარებათ. ეცადეთ, ღირსეულ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა.

astrologi.ge