• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

"ქართველი ბებიები უნდა მოვაშოროთ შვილიშვილების აკვანს"

პუბლიცისტმა ნოდარ ლადარიამ სოციალურ ქსელში წერილი დაწერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"მამაკაცებო, დროა დაიწყოს ეროვნული მოძრაობა “აცდუნე ბებია!”.

გინდათ რადიკალური ცვილებები და ქვეყნის აღორძინება? – მაშინ ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააბედნიეროს, ან გააღვიძოს, ან მწარედ დაუმსხვრიოს გული ქალს, რათა მოაშოროს იგი აკვანს, რომლის რწევა მას არ ეკუთვნის, რათა აღმოაჩენინოს ან გაახსენოს, რომ ცხოვრების დარჩენილი ნაწილი უფრო მეტად ეკუთვნის მას, ვიდრე რომელიმე სხვა.

ასეთი ცვლილება შეარყევს და ძირფესვიანად გარდაქმნის მთელ ცხოვრებისეულ წყობას, დააყენებს არნახულ გამოწვევას სახელმწიფოს წინაშე.

იმ დღიდან, როცა ქართველი ბებია მიხვდება, რომ ცხოვრება წინ არის, დაიწყება ჩვენი ეროვნული აღორძინება!

მაშ ასე! გინდა ახალი საქართველო? – აცდუნე ბებია!” – წერს ლადარია.

კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები ეთანხმებიან პუბლიცისტს და აცხადებენ, რომ ქართველმა ბებიებმა მართლაც თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და არა შვილიშვილების.