• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

შემთხვევა რუსთავში - გაზის გაჟონვის შედეგად ორი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი არასრულწლოვანი ბუნებრივი აირის გაჟონვით მოიწამლა.

არსებული ინფორმაციით, სახლში მყოფი არასრულწლოვანი და მასთან სტუმრად მისული მოზარდი გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვით მოიწამლნენ.

ისინი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, საქმის ძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.