• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

თბილისში რამდენიმე ცნობილ რესტორანს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში რამდენიმე ცნობილ რესტორანს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია). 

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემოწმების პროცესი კვლავ გრძელდება.