• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

"შარშან ქართველ ქალებზე 557 თურქი მამაკაცი დაქორწინებულა!"

უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის ქსენოფობიურ წერილს სოციალურ ქსელში ინტერნეტ მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავის მხრივ, მჟავანაძე თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებს გამოეხმაურა. იუზერების ნაწილმა მოიწონა იურისტის პოზიცია, ხოლო მეორე ნაწილმა - დაგმო. კერძოდ, მჟავანაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

"გადაგვარების და გადაშენების კონკრეტული მაგალითები!!! თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს ქართველ ქალებზე 557 თურქი მამაკაცი დაქორწინებულა. ისედაც მომაკვდავი ერი კიდევ უფრო აჩქარებს თავის აღსასრულს. იმის მაგივრად ქართველი დედებისგან ქვეყანას ევლინებოდეს დავითი, ნინო, თამარი, დემეტრე....... საქართველოში იბადებიან ადემი, ახმეტი, არსლანი ...... მოღალატე პოლიტიკურო ელიტავ, მოღალატე ტელევიზიებო, მოღალატე ინტელიგენციავ შეეგუეთ და შეაგუეეთ არა ქვეყნის აღსასრულს ქართველი ხალხი. გაუშვით ეხლა თურქული სერიალები ტელევიზიებო ყოველდღიურად, დაემორჩილეთ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას არ აღინიშნოს დიდგორობა უცხო ქვეყნის ჯაშუშო პარლამენტარებო. გაახსნევინეთ მედრესეები აჭარაში და ხელი შეუწყვეთ საქართველოს გათურქებას და ნახავთ როგორ დაასრულებთ თქვენს მოღალატეობრივ და ბინძურ სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე.“, " წერს მჟავანაძე.

მომხმარებელთა ნაწილმა თურქეთის მოქალაქეებზე დაქორწინებულ ქართველ ქალბატონებს "ფულის მონები"უწოდა. ამ შეფასებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. "იკაცეთ ქართველმა კაცებმა.. 90-იან წლებში ლოთაობა, ფუქსავატობა არ მოგიშლიათ და ქალებს რომ გადაათხლიშეთ თავზე სამყარო და დღემდე აგზავნით უცხოეთში სამუშაოდ, ამიტომ იმსახურებენ ამ სიტყვებს? არ მივესალმები ნადვილად მაგრამ საქართველოში თუ საზღვარგარეთ ქართველი კაცი ფიქრობს მარტო თავის თავზე...ქალის კულტი მისთვის არ არსებობს...და ქალობას დანატრებული ქალი მიუყვება შორეულ გზას. უკაცრავად თუ მწარე სიმართლე დავწერე.." - დაწერა ერთ-ერთმა ქალბატონმა სოციალურ ქსელში.