• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

"არაბების ბებერო შლიუხავ, დაეშვი დედამიწაზე" - ტრანსგენდერი ქალის პასუხი ლელა მიქელაძეს

მომღერალ მარკუს მეტრეველის ყოფილ მეგობარ ქალს, ყოფილ მოდელს და ბიზნესვუმენს ლელა მიქელაძეს ქართველი ტრანსგენდერი ქალები დაუპირისპირდნენ.

ყოფილმა მოდელმა, რომელიც წლების მანძილზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სექსუალურ უმცირესობას დაუპირისპირდა და საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა. „გორილებს და შიმპანზეებს რომ დაემსგავსებით, როგორ ახსნით რომ ქალები ხართ?“ - ასე მიმართა ლელა მიქელაძემ იმ ტრანსგენდერ ქალებს, ვინც 8 მარტს, იუსტიციის სახლთან აქცია გამართა, პასპორტში, გენდერის გრაფაში ქალის ჩაწერის მოთხოვნით.

ლელა მიქელაძის ვიდეომიმართვას გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი ქრისტი ლაბაძე გამოეხმაურა. ქრისტიმ ჯერ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მიქელაძის მიმართვას გასცა პასუხი, ხოლო შემდეგ წერილი ყოფილი მოდელის მისამართით სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც მიქელაძეს თავის მხრივ შეურაცხყოფა მიაყენა. ქრისტიმ ლელას "არაბების ბებერი მეძავი" და "პრასტიტუტკა" უწოდა. "არაბების ბებერო შლიუხავ, დაეშვი დედამიწაზე," - მისწერა ტრანსგენდერმა ქალმა ყოფილ მოდელს.

როგორც ლელა მიქელაძის სოციალური ქსელიდან ირკვევა, ამჯერად მიქელაძე ლაბაძეს პოლიციაში უჩივის. სოციალურ ქსელში დაპირისპირება ორ ქალბატონს შორის გრძელდება.