• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - დაშავებულია ერთი ადამიანი

რუსთავში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.

30 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში" გადაიყვანა. დაშვებულს ოპერაცია ჩაუტარდა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.