• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

"რაო, ქისტი თემირლანი ზოგიერთი ქართველი ვაჟკაცივით დანით დადიოდა?"

სოციალური ქსელის მომხმარებლის david xoma-ს წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"რაო, ქისტი თემირლანი ზოგიერთი ქართველი ვაჟკაცივით დანით დადიოდა? არა, კრიმინალურ გარჩევებში იღებდა მონაწილეობას? არა, მკველობისთვის იყო ნასამართლევი? არა, იპარავდა? არა. უბრალოდ იმათ იცნობდა ვინც ჩატაევს იცნობდა.ამის გამო შუაღამეს შეუვარდნენ და მოკლეს. კაცმა არიცის რატომ, კაცმა არიცის იყო თუ არა შესაძლებელი ამის თავიდან აცილება, არავის პასუხი არ აქვს, აი რეალობა კი სხვას ამბობს. 

სოლიდარობა სულით და გულით პანკისს, ყველა ჩემ ჩეჩენ მეგობარს და არამეგობარ ძმებს ვუცხადებ სოლიდარობას მთელი ჩემი არსებით. შემთხვევით თუ ძალით, უბრალოდ ნაცნობობის გამო მოკლეს 19 წლის ბიჭი რომელიც წინა დღეს ხისგან სარებს თლიდა და ოჯახს ეხმარებოდა. მოვითხოვ სიმართლეს, ქართველი ახალგაზრდები ძველ საბჭოურ ეპოქაში გამოზრდილ, ნაწილნაწილ დაგლეჯილ ხალხს არ ვგავართ , ჩვენ მოვითხოვთ სიმართლეს. თორემ იმაზე გაცილებით მეტი შეგვიძლია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ."- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.