• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

თბილისში, კვირის გარკვეულ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

„ჩვენს ხედვას თებერვლის ბოლოს წარმოვადგენთ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი. იქნება ახალი ხედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ჯერ ზოგადად ტრანსპორტის სტრატეგიას წარმოვადგენთ, როგორ ვფიქრობთ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განვითარებას, როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს. ცვლილებები იგეგმება ტაქსების მიმართულებითაც. გარკვეული დღეების განმავლობაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებში იმოძრავებს“, - განაცხადა კალაძემ.