• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე იპოვეს (ვიდეო)

თურქული გამოცემა sanalbasin-ის ცნობით, კანონდამრღვევი 22 წლის გოგოა, რომელსაც თურქეთში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ქალბატონს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მსგავსი შემთხვევა საქართველო-თურქეთის საზღვარზე თებერვალშიც დაფიქსირდა. სექტემბერში კი რუსი ქალბატონი თურქეთიდან საქართველოში მოხვედრას, თურქეთში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ცდილობდა.