• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონკრეტულად რა დაზიანებები მიიღო მან სროლისა და აფეთქებების შედეგად, ამ დროისთვის უცნობია.

დაჭრილ სპეცრაზმელს ექიმები შესაბამის დახმარებას ამ წუთებში უწევენ. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას კიდევ ორი პირი დაიჭრა, ამ ეტაპზე მისი დადასტურება ვერ ხერხდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.