• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

გაბრიელ სალოსის გამზირზე, მოსახლეობა მიმდებარე კორპუსებს პოლიციის დახმარებით ტოვებს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებული კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები კორპუსების სადარბაზოებთან იმყოფებიან და იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მცხოვრებლები გარეთ გამოვლენ, მათ ტერიტორიას ორგანიზებულად ატოვებინებენ. 

სამართალდამცველები ასევე მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას.