• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

რა გახდა ბათუმში, 24 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი? - "თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ"

ბათუმში ე.წ ბენზეს დასახლებაში, 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი განცხადებით, გოგონა სახლში მამიდასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეები მარტო იყო. 

გარდაცვლილი გუშინ ღამით სახლში მოსული დაინახეს, დღეს დილიდან კი აღარ გამოჩენილა. მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილის საცხოვრებლიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა გოგონასთან დარეკეს და კარებზეც დაუკაკუნეს. მან არც ტელეფონის ზარებს უპასუხა და არც კარი გააღო, რის გამოც სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამაშველოს წარმომადგენლებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.