• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

აქცია პროკურატურასთან - "ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულები კარვის გაშლას გეგმავენ

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები საქმის დროულად გამოძიების,  ზარალის ანაზღაურებისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით, მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. 

ისინი, ასევე, აპირებენ, პროკურატურის შენობასთან კარავი გაშალონ.

აქციაზე შეკრებილების აზრით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთლიანად სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს".

ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.