• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

საჩხერის „ჩიხურას“ მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას“ მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომელებიც გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ. დაშავებულია ერთი ფუხბურთელი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს ტრაილერმა გადაუსწრო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა, მომხდარზე კი ადმინისტრაციული წესით ჯარიმა გაფორმდა.