• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

დაკავებულ ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ კლინიკაში გადაიყვანენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ.

"რუსთავი2" ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქრთამის აღებისთვის ბრალდებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ჰოსპიტალიზაცია ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება.

ირმა ჭკადუას განცხადებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ადვოკატი დახურული სივრცის შიშს უკავშირებს. კლინიკაში აბესაძეს ფართო სპექტრის კვლევები უნდა ჩაუტარდეს და მომზადდეს საბოლოო დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა,