• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ბათუმში 36 წლის ქალი მატარებელს შეუვარდა

ბათუმში, 36 წლის ქალი მატარებელს შეუვარდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ბარცხანის დასახლებაში მოხდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სუიციდს.  დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.