• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

„მხარდამჭერთა სიების შეგროვების სავარაუდო იძულება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების სავარაუდო შეგროვების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევაში ყურადღებას რამდენიმე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ამახვილებს და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრობს.

„თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორთა მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვების სავარაუდო იძულების შემთხვევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ. ეს არის უკანონო დავალება რეალურად და უფლებამოსილების გადამეტება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ,“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.