• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

ძლიერმა ქარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავი გადახადა. დაზიანებულია სახურავის დაახლოებით მეოთხედი ნაწილი. 

დაზიანდა შენობის ფასადი, რომელიც მინით არის დაფარული. სახურავის ფრაგმენტები რუსთაველის ქუჩაზე ჩამოცვივდა, რის გამოც ერთი ავტომანქანა დაზიანდა. 

უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის განცხადებით, ზარალი სოლიდურია, საფრთხე ექმნება წიგნების საცავს, რომელიც ბოლო სართულზე მდებარეობს.