• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

"ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ"

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი კინოვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა:

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს.

ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს." - დაწერა პრემიერმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.