• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

ავარია კახეთში - დაშავებულია ხუთი ადამიანი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. 

ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, სახლში გაწერონ, ერთის კი შედარებით მძიმეა და სავარაუდოდ, ქვედა კიდურზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.