• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

რატომ აღუდგინეს მღვდელმოქმედება სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ მიტროპოლიტს?

გუშინ გამართულ სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას საკითხიც განიხილებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ოქმის მიხედვით, მიტროპოლიტ სერაფიმეს აღუდგა მღვდელმოქმედება, იგი გამწესდა მამათა მონასტერში და საპატრიარქოსგან ყოველთვიურად მიიღებს ფინანსურ დახმარებას.

რუსთავის მიტროპოლიტ იოანეს თქმით, მეუფე სერაფიმემ მონასტერში მშვიდად წასვლა ითხოვა.

ცნობილია, რომ მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ მიტროპოლიტის გაგზავნა საპატრიარქომ გერმანიაში გადაწყვიტა, სადაც ის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად ინიშნებოდა, თუმცა, მრევლის პროტესტის შემდეგ მიტროპოლიტმა გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

მიტროპოლიტ სერაფიმეს მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ სასულიერო პირს ცილს სწამებენ.

სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი 2016 წლის აპრილიდან აღარ არის. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა.