• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

დუტა სხირტლაძე: "მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე, ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი"

ცოტა ხნის წინა "ტვ11"-ის ეთერში, გადაცემა "ჩაის თემაში" მსახიობი დუტა სხირტლაძე იყო მიწვეული, სადაც მის გამოსვლას - "ქართველობას გვართმევენ" საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დუტამ ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ქართველობას გვართმევენ" ჩემი თემის სათაური არ ყოფილა, მერე დაარქვა ვიღაცამ. თემის სათაური იყო - სადღაც მარცვალი გვაქვს დაკარგული და ის უნდა აღვადგინოთ. ამ თემაში მე, უპირველესად, საკუთარი თავი მოვიაზრე, რადგან მეც ზუსტად ისევე ვარ გაზრდილი, როგორც იქ ვილაპარაკე. თუ ყურადღებით მოუსმინეს, მე ყველაფერი საკუთარი მაგალითებით მოვყევი, რადგან მე არ მასწავლიდნენ ისტორიას, მე ვცხოვრობდი პოლონეთში და სხვა...

მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ." - განაცხადა დუტამ.