• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

ის აქ ყოველ დილით მოდის სული არ განუტევოს…

იყო დრო, როცა სიცოცხლე ჩქეფდა, როცა მისი სილამაზით, გარეგნობითა და ნიჭით აღფრთოვანებული სტუდენტები და კოლეგები მას ხელით ატარებდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

ამ 87 წლის ქალბატონს, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა და ფოტოგადაღებისგან თავის შეკავება გვთხოვა, უიმედობის და სასოწარკვეთის ცრემლები ახრჩობენ. მას რცხვენია იმ მდგომარეობისა, რომელშიც იგი ხანდაზმულობის ჟამს აღმოჩნდა, რცხვენია ყოფილი სტუდენტების, რომლებსაც 50 წლის მანძილზე კონსერვატორიაში აზიარა  მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს!

დღეს იგი, დაბერებული და სნეული, აღარავის სჭირდება. ეს ქალბატონი რისი ვაი–ვაგლახით ახერხებს “სოციალური პატრულის” ავტომანქანასთან მისვლას და აკანკალებული ხელებით სადილის აღებას.

“შვილები არასდროს მყოლია, ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი ამ ცხოვრებაში დამიშვია. მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილები – ეს ჩემი სტუდენტები არიან, თურმე როგორ ვცდებოდი, ეჰ…ახლა ჭიქა წყლის მომწოდებელიც არავინ მყავს…

ზაფხული ახალი დაწყებული იყო, როცა მეზობლის ქალმა მითხრა – ქუჩაში ვიღაცა საჭმელს არიგებს და მიდი და შენც აიღეო. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ მერე წავედი, რადგან სხვა გამოსავალი უკვე არ მქონდა...ოჰ, ეს რა კარგი ახალგაზრდები მუშაობენ თქვენთან, ყოველდღე მეკითხებიან ჯამრთელობის ამბავს. შვილო, თქვენ მე გადამარჩინეთ!”.

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი მხარში ამოუდგეთ ჩვენს “სოციალურ პატრულს”, დაეხმაროთ და იმედი ჩაუსახოთ ამ ქალბატონის მსგავსი ისტორიის მქონე ასობით უსასო და მარტოხელა ადამიანს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სოციალური პატრული) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან   https://chernovetskyifund.ge/ru/projects/202-socpatrul/ ან გადარიცხოთ თანხა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. შედით განყოფილებაში “ქველმოქმედება” და აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

ჩვენ უზომოდ მადლობელი ვიქნებით თქვენს მიერ გაღებული, თუნდაც თითო ლარისთვის, რომელსაც ძალუძს ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.